მინდა დავწერო რამდენიმე საჭირო რამ, რაც Visual Studio-ში და კონკრეტულად XML ფაილებთან მუშაობაში შეიძლება გამოგადგეთ. რათა XML ფაილის კონტენტი კითხვადი იყოს ჩვენ ვიყენებთ Auto Formating-ს (Ctrl+K, D). Visual Studio-ში შესაძლებელია ჩავურთოთ ერთი დამატებითი პწიჩკა და უკვე Auto Formating-ის დროს ელემენტის ყველა ატრიბუტს ახალ ხაზზე ჩამოიტანს, საკმაოდ მოსახერხებელია კითხვადობისთვის და ყველას გირჩევთ ჩართოთ. ამ პწიჩკის ჩასართავად საჭიროა შევიდეთ:
- Tools-> Options
- Text Editors
- XML
- Formatting
- Align Attributes each on a separate line
იგივეს გაკეთება შეიძლება XAML-ისთვისაც, შემდეგნაირად:
- Tools-> Options
- Text Editors
- XAML
- Formatting
- Spacing
- Position each attribute on a separate line
ასევე შესაძლებელია ტაბის ზომის და სხვა პარამეტრების დაყენება ამავე მისამართზე, შეგიძლიათ სურვილისამებრ დააკონფიგურიროთ.

118f7a6b-1661-49d4-a4a6-00f15253a488|0|.0
Visual Studio, XML, XAML